|
2026-07-22 11:31:35, 2348 ნახვა
სამართალი
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ჟურნალისტ და ტელეწამყვანს ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო სანაია მოქალაქეებს შალვა პაპუაშვილის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა, თუმცა თავადაც ჩამოთვალა ეს სიტყვები. პატიმრობას სანაიას მიმართ შსს ითხოვდა. სასამართლო სხდომას ტელეწამყვანი არ დასწრებია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ცირკში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონია. სანაია ასევე ამბობს, რომ მისთვის სულერთი იყო, რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა მოსამართლე.
მანამდე მოსამართლე ცეკვავამ გადაწყვეტილება ბადრი შუბლაძესთან დაკავშირებითაც გამოაცხადა. შუბლაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. მას სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ. "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!" - ამ სიტყვებიტ დატოვა მან სასამართლო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)