|
2026-07-19 12:40:44, 1648 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილი წერილი წმინდა ფორმალურია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე არ მიუთითებს, განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიპლომატიური პრაქტიკის არცოდნას ავლენენ, როდესაც ასეთ შეტყობინებას პოლიტიკურ სიგნალად განმარტავენ. „ისინი რომ არ იყვნენ ასეთი უცოდინრები და გაუნათლებლები, იცოდნენ, რომ ყოველი ასეთი მილოცვისთვის, ვგულისხმობ 4 ივლისის მილოცვას, სადღაც დეპარტამენტის დონეზე მზადდება პასუხი და შემდეგ პრეზიდენტის სახელით გაიცემა. ეს სხვა არაფერია, თუ არა სტანდარტული პასუხი მილოცვის წერილზე. ასეთი წერილები ყოველთვის იგზავნება იმ ქვეყანაში, რომელიც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს... მაინტერესებს, რატომ უხარიათ ასე ძალიან ეს რამდენიმე სიტყვა იმ ქვეყნისგან, რომელსაც თავად „ღრმა სახელმწიფოს“ უწოდებენ“, - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა დონალდ ტრამპის სახელით გაგზავნილი წერილის ქართული თარგმანი ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მილოცვის საპასუხოდ. წერილში აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მილოცვისთვის და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამაყობს იმ პრინციპებით, რომლებიც მის ისტორიას მართავს და აფასებს იმ პარტნიორების მეგობრობას, რომლებიც ამ იდეალების მიმართ პატივისცემას იზიარებენ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)