10:33 - 18 Aug, 2026
|
2026-07-19 10:49:51, 1887 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
UNIAN-ის ცნობით, გუშინ ღამით რუსეთმა კიევზე მთელი ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წუთში რუსეთმა დედაქალაქის მიმართულებით 41 ბალისტიკური რაკეტა, მათ შორის „ისკანდერ-მ“ და „ცირკონის“ ტიპის რაკეტები და 125 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. საჰაერო თავდაცვის სისტემამ 18 რაკეტისა და 108 უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალება მოახერხა. 23 რაკეტისა და 10 თავდასხმის დრონის მიერ 20 ლოკაციაზე დაფიქსირდა დესანტირება. ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები კიდევ 18 ლოკაციაზე დაეცა. ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)