|
2026-07-17 14:51:59, 2567 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპის მარშრუტი სამხრეთ კავკასიაში: როგორ ცვლის აშშ-სომხეთის შეთანხმება რეგიონს
სამხრეთ კავკასიაში მსხვილი ინფრასტრუქტურული და გეოპოლიტიკური გარდაქმნების ახალი ეტაპი იწყება. სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს. როგორც სომხური სააგენტო Armeniapress წერს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დაადასტურა, რომ ამ გადაწყვეტილებით შეთანხმების ძალაში შესვლის შიდასახელმწიფოებრივი პროცესი ოფიციალურად დაიწყო. შეთანხმების მიხედვით, დაფუძნდება ერთობლივი საწარმო TRIPP Development Company, სადაც აშშ-ის წილი 74%-ს შეადგენს, ხოლო სომხეთის — 26%-ს. ახალ კომპანიას სომხეთის ტერიტორიაზე შესაბამის ზონებში მიწით სარგებლობისა და განაშენიანების უფლება თავდაპირველად 49 წლის ვადით გადაეცემა, თუმცა ამერიკული მხარე „ტრამპის მარშრუტზე“ კონტროლსა და სტრატეგიულ გარანტიებს 100-წლიან პერსპექტივაში განიხილავს. აღსანიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ საავტომობილო გზას არ მოიცავს — ის წარმოადგენს მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურულ დერეფანს, სადაც გაერთიანდება: თანამედროვე საავტომობილო მაგისტრალი, სარკინიგზო ქსელი, ენერგომილსადენები და ციფრული კომუნიკაციები. გასული წლის 8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. სწორედ ამ პაკეტის ნაწილია TRIPP, რომლის მთავარი ამოცანა ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის სიუნიქის პროვინციის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებაა. ეს არის სწორედ ის მარშრუტი, რასაც ბაქო „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებდა, თუმცა არსებითი განსხვავებით: TRIPP არ გულისხმობს ტერიტორიის ექსტერიტორიულობას. მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი სრულად ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და იურისდიქციას პროექტის ზონაში. „სომხეთი კვლავაც სრულად იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, საზღვრისა და საბაჟო კონტროლზე, ისევე როგორც საგადასახადო ადმინისტრირებაზე,“ — განაცხადა მირზოიანმა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)