|
2026-07-17 12:36:15, 2026 ნახვა
პოლიტიკა
აშშ უცხოელი სტუდენტების, ჟურნალისტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სავიზო პირობებს ამკაცრებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სავიზო პოლიტიკას ამკაცრებს. უცხოელი სტუდენტები, კულტურული გაცლით პროგის მონაწილეები და ჟრნალისტები ამ რეფორმის ძირითდი ობიექტები გახდებიან. ეს რეგულაციები იმოქმედებს F ვიზაზე- საერთშორისო სტუდენტები; J ვიზაზე- კულტურული გაცვლით პროგრამის მონაწილეებზე; I ვიზაზე- მედიის წარმომადგენლებზე. ახალი რეგულაციებით საერთაშორისო სტუდენტთ ვიზის მაქსიმალური ვადა იქნება 4 წელი, ხოლო ჟურნალისწტების მაქსიმალული ვადა 240 დღემდე მცირდება, თმცა ეს რეგულაციები თავისმხრივ ითვალისწინებს ვადების გაგრძელების განხილვას. მაგისტრების და დოქტორების შემთხვევაში, მათ არ აქვთ სასწავლო დაწესებულების შეცვლის უფლება კონკრეტული ნებართვის გარეშე ხოლო სწავლის დასრულებისთანავე მათ ქვეყანა 60- ის ნაცვლად 30 დღეში უნდა დატოვონ. აღნიშნულმა ცვლილებებმა ექსპერტებისა და საიმიგრაციო სამართლის სპეციალისტების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დაგ რენდის შეფასებით, ეს რეგულაცია ზიანს მიაყენებს საერთაშორისო სტუდენტების მიღების პროცესს და შექმნის ზედმეტ ბიუროკრატიულ ბარიერებს. კატონის ინსტიტუტის საიმიგრაციო კვლევების დირექტორი, დევიდ ჯ. ბიერი კი აღნიშნავს, რომ სწავლისა და სასწავლებლის შეცვლის შეზღუდვებს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ხოლო 30-დღიანი ვადა სტუდენტებს უმძიმეს პირობებში აყენებს, რადგან ამ დროში სპონსორი დამსაქმებლის მოძიება თითქმის შეუძლებელია და მათ არალეგალად ქცევის საფრთხეს უქმნის. თავის მხრივ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი მიღებული გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად ვიზების რაოდენობის მკვეთრ ზრდასა და მონიტორინგის სირთულეებს ასახელებს. უწყების მონაცემებით, 2024 წელს სტუდენტური ვიზით ქვეყანაში 1.8 მილიონზე მეტი ადამიანი შევიდა (რაც წინა წელთან შედარებით 11%-იან ზრდას წარმოადგენს), ხოლო გაცვლითი პროგრამების მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე ნახევარ მილიონზე მეტი ვიზა გაიცა. დეპარტამენტის განცხადებით, ასეთი ნაკადი ართულებს ქვეყანაში მყოფი პირების ზედამხედველობას, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ რჩებოდნენ სტუდენტები აშშ-ში ათწლეულების განმავლობაში. ეს ცვლილებები ნაწილია იმ მასშტაბური საიმიგრაციო რეფორმისა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის იანვარში, თანამდებობის დაკავებისთანავე წამოიწყო. ახალი პოლიტიკის ფარგლებში მკვეთრად გამკაცრდა კონტროლი ლეგალურ იმიგრაციაზეც: განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანაში დარჩენის მსურველებს მოეთხოვებათ ვიზის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა ან ქვეყნის დატოვება, ხოლო იდეოლოგიური შეხედულებების გამო ნაწილობრივ გაუქმდა სტუდენტური ვიზები, მწვანე ბარათები (Green Card) და ასობით ათას მიგრანტს ლეგალური სტატუსი ჩამოერთვა.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)