09:40 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-16 21:36:12, 2118 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ

ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კომენტარი გააკეთა ე.წ. „რიყის დოქების“ კომპლექსის დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე. მან განაცხადა, რომ რიყის ადგილას აშენებული თეატრი არ იყო სააკაშვილის პირადი ახირება, არამედ იტალიელი არქიტექტორისა და ურბანისტის, მასიმილიანო ფუკსასის, გამორჩეული პროექტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხს ეკუთვნის.

„ეს არის მასიმილიანო ფუკსასის ბრწყინვალე ქმნილება, რომელიც მსოფლიოში წლის საუკეთესო არქიტექტურულ პროექტად იქნა აღიარებული. ის არც სააკაშვილს ეკუთვნოდა და არც რომელიმე ცალკეულ შემსრულებელს ან მხატვარს.

ეს იყო თქვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ახლა თქვენ ართმევენ და ანადგურებენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ დაადასტურა, რომ გასცა ნებართვა ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟზე. დეპარტამენტმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2025 წლის დადგენილების თანახმად, ამ ტერიტორიის განვითარება ითვალისწინებს სასტუმრო კომპლექსის პროექტის განხორციელებას, რაც შეიძლება მოიცავდეს დემონტაჟის სამუშაოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics