|
2026-07-16 14:58:44, 2400 ნახვა
პოლიტიკა
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკა დასავლეთისთვის "ყელში გაჩხერილ ძვლად" იქცა. ის ირწმუნება, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას, რადგან "ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების დამოუკიდებელ პოლიტიკას გამოწვევად აღიქვამს". "თუ ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის საკითხებზე, მაშინ თანამედროვე საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება უხეში, ზოგჯერ კი უპრეცედენტო ჩარევა იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელსაც სუვერენიტეტის ყველა ნიშანი აქვს", - ამბობს ის. მისი თქმით, "თბილისის სწრაფვა, გაატაროს დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარ ხალზე ორიენტირებული პოლიტიკა, კოლექტიური დასავლეთის მიერ აღიქმება, როგორც პირდაპირი გამოწვევა, როგორც ყელში გაჩხერილი ძვალი". "ეს იმდენად აღიზიანებთ დასავლეთის წარმომადგენლებს, რომ ისინი პირდაპირ მზად არიან გავლენის ყველა ბერკეტი გამოიყენონ, რათა მათთვის არასასურველი მოქმედი მთავრობა გადააყენონ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იცნობს თავის ხალხს, მის ისტორიას და მომავალსაც ამის საფუძველზე აშენებს და არ ემსახურება მათ, ვისაც ქართველ ხალხთან და ისტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს", - ამბობს მარია ზახაროვა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)