|
2026-07-16 12:40:32, 1892 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
დაკავებული პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა. ინფორმაცია დაგვიდასტურა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემაც. მისი თქმით, ის საქმის კურსში არ არის, თუ რა აჩვენა კვლევებმა.
როგორც ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, ანი ქავთარაძე განმარტავს, გადაყვანა წინასწარ იყო დაგეგმილი და რაიმე გართულების გამო არ მომხდარა. "პირველების" ინფორმაციით, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი დაკავებული ლიდერი კვლევების ჩატარების შემდეგ კვლავ "ვივამედში" დააბრუნეს. ანი ქავთარაძე განმარტავს, რომ დაკავებული ქალი პოლიტიკოსის ექიმებს დაახლოებით 20 ივლისისთვის ექნებათ ყველა კვლევა, რომელიც დაგეგმილი იყო და ამის შემდეგ დაიგეგმება ძირითადი დიაგნოზის მკურნალობა. მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია და შედარებით მოხსნილია ტკივილი, რომელიც მას ციხეში ყოფნის პერიოდში ტანჯავდა.
ცნობისთვის, ხოშტარიას კლინიკა "ვივამედში" ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც ციხეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)