10:53 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-14 13:54:59, 1470 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა

"დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა  - თქვა ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაზე.

იმის ილუზია ნუ გვექნება, რომ მიღებული რეზოლუციები ან ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები რაიმე არგუმენტებზე დაყრდნობით კეთდება. ეს ყველაფერი სიცრუითა და ცილისწამებით იფუთება. გულდასაწყვეტია, რომ ამ ტიპის რეზოლუციას იღებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ეუთოა. ევროპარლამენტარების მხრიდან არანაირი ფასის მქონე რეზოლუციებს მიჩვეულები ვიყავით. ამ კონკრეტული რეზოლუციის შინაარსსაც თუ ვნახავთ, მივხვდებით, რომ სიცრუეს ეფუძნება. როგორ უნდა მოიწვიოს განვითარებულმა ქვეყანამ ამ ტიპის ორგანიზაცია არჩევნების დასაკვირვებლად.

არანაირი ევროპული სტანდარტი არ არსებობს. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში - ვისაც ძალა აქვს, ის იღებს გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა სულელური იყოს ის. არ მაქვს იმის ილუზია, რომ რაიმე შეიცვლება ან ამაზე განსხვავებული დამოკიდებულება იქნება. სამწუხაროდ, მსოფლიოში არაფორმალური მმართველობა, ე.წ. დიფ სთეითი ბატონობს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა. - განცხადა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
„No Kings“ შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოაცხადა და მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics