|
2026-07-13 14:10:42, 2136 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე თელავში სტიქიის შემდეგ აცხადებს, რომ „შესაბამისი უწყებები“ დაადგენენ, რამდენად სწორად იყო თელავისხევის მიმდებარედ მშენებლობის ნებართვები გაცემული, თუმცა თავად მიაჩნია, რომ ისინი „არასწორად“ იყო გაცემული. ჟურნალისტის კითხვას, „თქვენ იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იქ ნებართვების გაცემაზე, იმ ქაოსზე, რაც განაშენიანების თვალსაზრისით ხდებოდა და რას აპირებთ ამ სტიქიის შემდეგ ხალხის დასახმარებლად“, კობახიძემ უპასუხა: „რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული. მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს შესაბამისი უწყებები დაადგენენ“. „არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტებზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა“, - განაცხადა მან. „ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. დამაზუსტებელ კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი არასწორი ნებართვების გაცემაზე, კობახიძემ უპასუხა: „ამას ნახავენ შესაბამისი ორგანოები, რამდენად იყო არასწორად გაცემული, თუ იყო, ვინ არის პასუხისმგებელი და ა.შ.. ყველაფერი დადგინდება“. მან ასევე თქვა, რომ გაფრთხილების სისტემების მონტაჟი „აქტიურებად გრძელდება აბსოლუტურად ყველა რეგიონში“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)