19:59 - 18 Aug, 2026
|
2026-07-13 12:12:51, 1902 ნახვა
პოლიტიკა
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუ ევროსკოპთან, აცხადებს, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია. "როგორც იცით საკვანძო ინფრასტრუქტურის და შავ ზღვაზე წვდომის კუთხით, რუმინეთისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობები პარტნიორებთან რეგიონში. ეს ასევე ნიშნავს ევროპული გზის მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენი გზავნილები მკაფიოა. ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია და გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით." - თქვა საგარეო მინისტრმა. შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საბჭოს სხდომაზე, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხის პარალელურად, დიპლომატები განიხილავენ „ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)