|
2026-07-11 19:01:31, 3154 ნახვა
სამართალი
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
სამთავრობო მედია რუსთავი ორის ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა. მათივე ცნობით, "სიგუა აპირებს სამართლებრივ დავას ცილისწამების წინააღმდეგ". "საკუთარი ბრალდებები ქალმა მედიით გააჟღერა. იოსებ სიგუა გეგმავს, რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს როგორც მეუღლის, ასევე კონკრეტული მედიასაშუალების წინააღმდეგ" - წერს რუსთავი 2. პოლიციის პოლკოვნიკი იოსებ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად ორი დღის წინ დაინიშნა. იქამდე, სიგუა თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო. ნოდარ მელაძის შაბათთან ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი, სოფია სიგუა-შატბერავა ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. "ყოველთვის მემუქრებოდა - "იქნება გაუხსნელი მკვლელობა, ეგ ხომ იცი, ჩემზე უკეთ არავის გამოსდისო", მცდელობაც ჰქონდა, აივნის მოაჯირზე დამსვა და მაგდებდა, კადრები მქონდა, თუმცა თვითონ წამიშალა. რაკი დღის შუქი იყო და ბევრი მეზობელი იყო, მიხვდა, რომ არასარფიანი დრო შეარჩია. მეუბნება - "წაგიყვან, კასრში ჩაგდებ და დაგმარხავ, უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოგაცხადებ" - ამბობს ქალი. TV პირველის მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, იოსებ სიგუას 2026 წლის თებერვალში შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. სოფიო შატბერავა-სიგუას თქმით, ჩატარდა სასამართლო სხდომაც. ქალი ამბობს, რომ მის მეგობარ ადვოკატს შს მინისტრის მოადგილემ, რონი მესხმა დაურეკა და უთხრა, რომ საქმისთვის ხელი "არავითარ შემთხვევაში" არ უნდა მოეკიდა. თავად რონი მესხი TV პირველთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ "ოჯახური კონფლიქტი აქვს ორივეს". იოსებ სიგუას მიერ ცოლზე ძალადობის შესახებ საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია გუშინ საღამოს წერდა. მისი თქმით, სიგუას ელექტრონული სამაჯური უკვე შეაბეს, თუმცა, თავდაპირველად, შსს-ს მაღალჩინოსანს პოლიცია "ვერ პოულობდა". იოსებ სიგუას საზოგადოება ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმიდანაც იცნობს - თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაზე რამდენჯერმე თქვა უარი.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)