|
2026-07-07 12:10:19, 1699 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
ქვეყანაში რამდენიმე ადგილას არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელის) მშენებლობის/მოწყობა იგეგმება. ივანიშვილის მთავრობის 23 ივნისის განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, რეგიონული ნაგავსაყრელები საპროექტო ზონიერების დაცვით უნდა მოეწყოს საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი; შიდა ქართლი – მცხეთა-მთიანეთი; იმერეთი – რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი; სამცხე-ჯავახეთი. განკარგულების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით შერჩეულ საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელის) მშენებლობისთვის/მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება. ასევე, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, 4 რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების კომპლექსის მშენებლობისთვის/ მოწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება 2030 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)