|
2026-07-04 15:00:34, 3444 ნახვა
პოლიტიკა
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კახა კალაძის შეურაცხყოფისა და "უმისამართო უცენზურო გამონათქვამებისთვის" მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. გამოძიების თანახმად, საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარს ეხებოდა, რომლითაც, გამოძიების ინფორმაციით, მან შეურაცხყოფა მიაყენა თბილისის მერს. ასევე, 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მამუკა ქინქლაძეს - გამოძიება მას ედავება, რომ სოციალურ ქსელში უმისამართოდ იყენებდა შეურაცხმყოფელ და უცენზურო გამონათქვამებს. გადაწყვეტილება ამჯერად თელავის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. ორივე საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ წარადგინა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. რეჟიმის ცენზურის სამსახური ყოველ დღე აჯარიმებს მოქალაქეებს სხვადასხვა გამოთქმებისთვის.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)