|
2026-07-03 17:10:29, 3205 ნახვა
პოლიტიკა
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
სტრასბურგის სასამართლომ ფორმულას დირექტორზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ქართული ოცნების იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიიღო კითხვები ევროპული სასამართლოდან. საუბარია 2023 წლის 27 ივნისს მომხდარზე, როდესაც ფორმულას ტელევიზიის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს ფიზიკრუად გაუსწორდნენ და დაზიანებები მიაყენეს. ფორმულას მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ ამ ძალადობის დაგეგმვასა და განხორციელებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. საქმე სტრასბურგში მას შემდეგ გაიგზავნა, რაც ქართული ხელისუფლებამ გამოძიება დახურულად გამოაცხადა. საგამოძიებო ორგანომ არ ამოიღო ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი და არ დაუკითხავს საკვანძო მოწმეები, მათ შორის, ქართული ოცნების სუს-ის თანამშრომლები. ამასთანავე, დანაშაულის კვალიფიკაცია თავიდანვე ნაცვლად ჯგუფურად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი არაადამიანური მოპყრობისა, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ანუ მხოლოდ ძალადობის მუხლით დაკვალიფიცირდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)