2026-07-03 14:18:47, 1340 ნახვა
პოლიტიკა
შარმანაშვილი: ჩვენ მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ და მომავალშიც
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად ირანში ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩავიდა. ამას გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი.
"ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ. ისევე, როგორც სომხეთის პრეზიდენტი ჩადის ირანელ ხალხთან, ისევე, როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. [...] ჩვენ მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ და ყველას ცუდი ღმერთმა აშოროს და მომავალშიც, თუ საჭირო იქნება, არ დავიხევთ უკან", - თქვა მან.
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად ირანში ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩავიდა.
შესაბამის კადრებს ირანული მედია ავრცელებს, თავად მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციას კი კადრები ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,