|
2026-07-01 12:35:23, 2300 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა. “გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს მათზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვებულ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ. გამოძიების მსვლელობისას, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დანაშაულის ჩამდენი პირების მიერ დანაშაულის განხორციელების ფაქტი”, – აცხადებენ შსს-ში. პოლიციის ცნობით, არასრულწლოვნები გადაყვანილი არიან სახელმწიფო სერვისების ცენტრებში, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე აღარ ემუქრებათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა.“
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)