|
2026-06-30 14:39:43, 1275 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პეტერ ფიშერმა თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ქართულ საზოგადოებას დაანახა მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. როგორც კალაძემ მედიასთან აღნიშნა, ელჩობის პერიოდში პეტერ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა, რათა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაეფუჭებინა. „ფიშერი არის „კარგი“ მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. მან თავისი ქმედებებით და განცხადებებით დაამტკიცა ეს და აჩვენა ქართულ საზოგადოებას. ყველაფერი გააკეთა დიპლომატიური ჩარჩოების საპირისპიროდ. მისი განცხადებები, შეფასებები, ექსტრემისტული, ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება და ხელშეწყობა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები, რაც იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის, არათუ რაიმე პოზიტიური შეეტანა, არამედ ცდილობდა ყველაფერი გაეფუჭებინა“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს ფიშერის მიერ საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულების ნიშნად გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით. კახა კალაძის თქმით, პეტერ ფიშერი არის წარმომადგენელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც საქართველოში აგენტურის ხელით მოქმედებენ. „აგენტურაზე როდესაც ვსაუბრობთ, ქვეყნის შიგნით გვყავს კონკრეტული ადამიანები, შეიძლება, იყვნენ დაჯგუფებები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია შეიძლება, შექმნან, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისინი არიან აგენტები და იმართებიან გარედან.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)