15:24 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 10:59:28, 1965 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ  ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია  ჩვენს ქვეყანაში, -  ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.

მისი თქმით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული  მნიშვნელობა. 

„ეს პროცესი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჯანსარი ურთიერთობები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში. წლების მანძილზე, პირველ რიგში უცხოური დაფინანსებით, თავს გვახვევდნენ სიძულვის, აგრესიას და ეს უნდა დასრულდეს. ეს არის ქართული კულტურისთვის მიუღებელი მოვლენა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ  ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია  ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, ამ სამმართველოს და მის მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული  მნიშვნელობა.  მის საქმიანობას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა", -  განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics