16:33 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-28 17:42:40, 6040 ნახვა

პოლიტიკა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დააფუძნა.

დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ დელეგატებმა ყიფიანი აირჩიეს.

"დღეს არის პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა, მაგრამ ყოველგვარი პირფერობის გარეშე მინდა ვთქვა - ეს არ არის ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო დრომ და იმ მოლოდინებმა, რაც ქვეყანაში შეიქმნა, ამიტომ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ფორმალური პასუხი არის ამ მოლოდინებთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე დიდი მოგზაურობის დასაწყისია. იმედია, ეს მოგზაურობა ამ მოლოდინების საპასუხო იქნება". - თქვა ყიფიანმა.

ყრილობაზე ასევე აირჩიეს პოლიტსაბჭოს წევრები: რუსუდან თევზაძე, ვახტანგ კაპანაძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი ანთაძე.

ხოლო სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში გიორგი შალამბერიძე, ბექა ბოჭორიშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ივერი მისრიაშვილი არიან.

ჯერ საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ზურა შარაშენიძე იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics