|
2026-06-28 12:19:23, 5855 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს შემდგომი დარტყმებით დაემუქრა, თუ თეირანი თავდასხმებს გააგრძელებს. „ევროპული პრავდას“ ცნობით, მან განცხადება სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოაქვეყნა. ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს, შეერთებული შტატები ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს განაახლებს - დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც ირანმა 28 ივნისის ღამეს ბაჰრეინსა და ქუვეითში ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელა. „აშშ-ის თვითმფრინავებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევისთვის ირანის რაკეტების საწყობები, დრონები და სანაპირო რადარები დაბომბეს. როგორც ჩანს, ისინი ვერასდროს ისწავლიან გაკვეთილს! შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი დადგეს, როდესაც ჩვენი გაზომვა შეუძლებელი იქნება და სამხედრო თვალსაზრისით იძულებულნი ვიქნებით, წარმატებით დაწყებული საქმე დავასრულოთ“, - დაწერა ტრამპმა. „და თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. ირანმა, თავის მხრივ, შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულა და ბაჰრეინსა და ქუვეითში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები გამოაცხადა. 17 ივნისს შეერთებულმა შტატებმა და ირანმა დისტანციურად ხელი მოაწერეს მემორანდუმს ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ. ეს დოკუმენტი საფუძვლად უდევს საბოლოო შეთანხმების დეტალების 60 დღის ვადაში დამუშავებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას განაპირობებს. ტექნიკური მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გასულ შაბათ-კვირას შვეიცარიაში გაიმართა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)