|
2026-06-26 11:16:13, 1871 ნახვა
სამართალი
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
სააფთიაქო ნარკომანიისა და ფსიქტოროპუილი მედიამემტების შავი ბაზრის სკანდალურ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ირაკლი მხეიძეა. “ტვ პირველისთვის” დეტალები ღამის სასამართლო პროცესიდან გახდა ცნობილი. გამოძიების ვერსიით, ყოფილი საჯარო მოხელე სხვა ბრალდებულებს მედიკამენტების გაყიდვაში ეხმარებოდა. სხდომა საქალაქო სასამართლოში, სადაც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, გვიან ღამემდე გაგრძელდა. მოსამართლე მზია გარშაულაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს ადვოკატებმა, თუმცა მსაჯულმა საქმე არ აიცილა. ბოლოს მოსამართლემ პროცესი დახურა, დამსწრეები და ჟურნალისტები დარბაზიდან გაუშვა – მოტივი პროკურორის შუამდგომლობა გახდა -სახელმწიფო ბრალდებამ “დარბაზიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები” გააპროტესტა. რამდენიმე საათიანი პროცესის შემდეგ, ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდათ – ძებნა გამოცხადა ასევე 3 პირზე, რომლთა შორის ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელია. 2023 წლის ივლისში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ირაკლი მხეიძე დაინიშნა. ირაკლი მხეიძემ ამ თანამდებობაზე ლიკა ჭუმბურიძე შეცვალა. 2024 წელს, ირაკლი კობახიძის განკარგულებით იგი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ირაკლი მხეიძე 2022-2023 წლებში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე იყო ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)