|
2026-06-26 11:09:37, 2415 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, 1 ივლისს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026 გაიმართება. კონფერენცია ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ინოვაციების სფეროს წამყვან წარმომადგენლებს გააერთიანებს. ღონისძიება წელს უკვე მეშვიდედ ტარდება და 1000-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლებს. Change Inspire 2026 რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექნოლოგიურ პლატფორმად არის ჩამოყალიბებული. კონფერენცია ყოველწლიურად აერთიანებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს, ბიზნესის ლიდერებს, ინოვატორებსა და ტექნოლოგიურ პროფესიონალებს, ქმნის ცოდნის გაზიარების, პროფესიული განვითარების და ახალი პარტნიორობების შესაძლებლობებს. თიბისი, როგორც ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს. სცენაზე წარდგებიან თიბისი ტექის პროფესიონალები, რომლებიც კონფერენციაზე შეკრებილ 1000-ზე მეტ მონაწილეს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ასევე იმას, თუ როგორ ჯერათ და ქმნიან ინოვაციას თიბისიში. კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის თიბისის ტექნოლოგიების მმართველობისა და პროცესების მართვის განყოფილების უფროსი გიორგი ვარამიშვილი. „თიბისიში გვჯერა, რომ ინოვაციას ძლიერი ტექნოლოგიური გუნდები ქმნიან. სწორედ ამ მიდგომამ მოგვიტანა აღიარება, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციურ ბანკს. Change Inspire-ის მსგავსი კონფერენციები გვაძლევს შესაძლებლობას, გავცვალოთ გამოცდილება გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებთან, გავაძლიეროთ ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემა და იდეები რეალურ ცვლილებებად ვაქციოთ“- გიორგი ვარამიშვილი. კონფერენციის მთავარ სცენაზე თიბისი ტექის ლიდერებიც წარდგებიან. შოთა იორამაშვილი ისაუბრებს ორგანიზაციაში GitHub Copilot-ის წარმატებული დანერგვის გამოცდილებაზე, ჯუბო ფალელაშვილი — მსხვილ ორგანიზაციებში AI-ის ეფექტიანი მართვის პრაქტიკებზე, ხოლო ნიკა ჟორდანია მონაწილეებს გააცნობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტესტირების ინოვაციურ მიდგომას — Memory-Driven AI Test Automation-ს. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა „Big Tech. Global Legends. One Future.“ ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს, მათ შორის NVIDIA-ს, Google-ის, Amazon-ის, Microsoft-ის, Google Cloud-ისა და AWS-ის ექსპერტებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების უახლეს ტენდენციებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ დამსწრეებს.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)