|
2026-06-23 12:32:51, 1955 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან, ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არც ტელეკომპანია „იმედს" და არც ტელეკომპანია „პოსტვ-ის" არ შეექმნება პრობლემები და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული. „სირცხვილია, რაც მოხდა, ეს არის ბრიტანეთის სირცხვილი, იმიტომ რომ ბრიტანეთი ტრადიციულად ითვლება ადამიანის უფლებების სამშობლოდ და ბრიტანეთმა გადაწყვიტა, დაეხურა საქართველოში ტელევიზია და თავს დასხმოდა თავისუფალ მედიას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ინგლისის სირცხვილი, ბრიტანეთის სირცხვილი, პირადად სტარმერის სირცხვილი, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრი. დანარჩენი არ არის საინტერესო. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია „იმედს" და არც ტელეკომპანია „პოსტვ-ის" არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული, როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებისგან საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, ეს არის გარანტია. დაახლოებით, ერთი წლის წინ, მე თქვენ დაგპირდით, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას და მედიას არავითარი პრობლემები არ შეექმნებოდა და ეს პირობა შეგისრულეთ. ახლაც ზუსტად ასევე გპირდებით, რომ არც ტელეკომპანია „იმედს" და არც „პოსტვ-ის" არავითარი დანაკლისი არ ექნება და ორივე ტელეკომპანია შეუფერხებლად, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას,"- აღნიშნა პრემიერმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)