|
2026-06-19 12:05:52, 2381 ნახვა
საზოგადოება
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს, საკუთარი ბიზნესისთვის სოციალური მედიის განვითარებას გეგმავ ან უბრალოდ გინდა, ციფრულ პლატფორმებზე უფრო პროფესიონალურად გამოჩნდე, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge რამდენიმე პრაქტიკულ და სრულად დაფინანსებულ კურსს გთავაზობს. კონტენტის მენეჯმენტი კონტენტის მენეჯმენტის კურსი დაგეხმარება, უკეთ გაიგო, როგორ უნდა წარმოადგინო პროდუქტი ან მომსახურება სხვადასხვა სოციალურ მედიაში და როგორ უნდა მიწვდე შენთვის სასურველ აუდიტორიას. კურსის განმავლობაში გაიგებ:
კურსი მოამზადა Esrti Content Studio-ს დამფუძნებელმა ლიანა მეტრეველმა. Canva მცირე და საშუალო ბიზნესისთვის თუ გინდა, რომ შენი ბიზნესი სოციალურ მედიაში უფრო პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, Canva-ს კურსი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია. კურსზე გაიგებ, როგორ გამოიყენო Canva:
კურსს ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი უძღვება. კურსი განსაკუთრებით საინტერესოა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ, საკუთარი ბრენდის ვიზუალური კომუნიკაცია უფრო გამართული და ეფექტური გახადონ. მასტერკლასი: როგორ შევქმნათ ვიდეო კონტენტი ვიდეოკონტენტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფორმატია სოციალურ მედიაში. ეს მასტერკლასი დაგეხმარება, გაიგო, როგორ შექმნა ვიდეოები, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმისთვის ეფექტურად მუშაობს. მასტერკლასზე გაიგებ:
ასევე ისწავლი, როგორ ააწყო შენი პლატფორმები ისე, რომ უფრო დიდ აუდიტორიამდე მიხვიდე და უკეთესი შედეგი მიიღო. მასტერკლასი: როგორ დავწეროთ ეფექტური ტექსტი Copywriting-ის მასტერკლასი გასწავლის, როგორ წერო მიმზიდველი და ეფექტური ტექსტები, რომლებიც აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობს და პროდუქტის სწორად გაყიდვაში დაგეხმარება. მასტერკლასის დახმარებით ისწავლი:
მასტერკლასი copywriter-მა მარიტა ფილაურმა მოამზადა. Businesscourse.ge-ზე ყველა კურსი სრულად დაფინანსებულია და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ტემპით, ონლაინ ფორმატში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა. პლატფორმა აერთიანებს თანამედროვე ბიზნესისთვის საჭირო მიმართულებებს და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას განათლების ხელმისაწვდომობით.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)