|
2016-04-04 17:53:07, 930 ნახვა
მსოფლიო
სერჟ სარგსიანი: თუ ცეცხლი არ შეწყდება, სომხეთი ე.წ. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს
იმ შემთხვევაში, თუ მთიან ყარაბაღში ცეცხლი არ შეწყდება, სომხეთი ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებულობას აღიარებს, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა. „თუ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება და გაფართოვდება, სომხეთი მთიანი ყარაბაღის რეპუბლიკას აღიარებს და მასთან სამხედრო ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას გააფორმებს“, - განაცხადა სარგსიანმა. მისივე თქმით, შესაბამისი ხელშეკრულების მზადება სომხეთში უკვე დაიწყო. ცნობისთვის, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები შაბათს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ. მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)