19:47 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 16:54:07, 1026 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო: ცეცხლს მანამდე არ შევწყვეტთ, სანამ ყარაბაღიდან სომხური ჯარი არ გავა

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ სომხეთი გაერო–ს უშიშროების საბჭოს 4 რეზოლუციას შეასრულებს და რეგიონიდან საკუთარ ჯარებს გაიყვანს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰიკმეთ გაჯიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა 3 აპრილს კეთილი ნება გამოავლინა და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, სომხურმა ძალებმა ფრონტისპირა სოფლების დაბომბვა გააგრძელეს.

"აზერბაიჯანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მთავარი მიზეზი სომხური ძალების ოკუპირებულ ყარაბაღში ყოფნაა. ცეცხლი მანამდე არ შეწყდება, სანამ ყარაბაღში სომხეთის საოკუპაციო ჯარი დგას", – აღნიშნა გაჯიევმა.

შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები შაბათს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ.

მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics