16:15 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-08 14:47:47, 249 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც

სადავო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილებები შედის პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესში. როგორც მან დღეს, 8 ივნისს, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები შეეხება როგორც ინდივიდუალურად ჟურნალისტებს, ასევე მთლიანად მედიასაშუალებებს.

პაპუაშვილის განმარტებით, თუ არსებული წესის მიხედვით ჟურნალისტის მხრიდან აკრედიტაციის წესების დარღვევა პირველ ჯერზე 1 თვით აკრედიტაციის შეჩერებას, განმეორების შემთხვევაში კი 6 თვით შეჩერებას ითვალისწინებდა, ცვლილების თანახმად, პირველ ჯერზე ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 წლამდე ვადით შეიძლება შეუჩერდეს.

"დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, რომ გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თანახმად, ცვლილების საფუძველია ის, რომ "საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან" დაახლოვდეს.

„როგორც იცით, თავის დროზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების დროს, მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას და იყო რაღაც გარკვეული საკითხები, რომლებიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვეღო საქართველოს პარლამენტში და ამ მხრივ დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ჯერჯერობით არ შემოიღებენ დეპუტატებთან ინტერვიუს წინასწარი შეთანხმების წესს.

"ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის ბოლო ინციდენტის დროს, იყო მითითება, რომ წინასწარი თანხმობა არ ჰქონდა აღებული ჟურნალისტს ინტერვიუსთვის. ჩვენ წინასწარი თანხმობის საჭიროება არ გვაქვს დღემდე და ამ მხრივ ამას არ გადმოვიღებთ ევროპარლამენტისგან, რომ იყოს წინასწარი თანხმობა საჭირო პარლამენტის წევრისგან, რომ მასთან დაიწყოს ინტერვიუ. ამიტომ ევროპარლამენტის ამ მკაცრ მიდგომას ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში, არ გადმოვიღებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პირობა, რომ პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესებს გადახედავდა ევროპული სტანდარტის შესაბამისად, შალვა პაპუაშვილმა მაისში გაახმაურა, ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" განცხადების კვალდაკვალ, რომ ერთი წლით აეკრძალათ ევროპარლამენტში საქმიანობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
Bloomberg: ბრიტანელების ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს ევროკავშირში დაბრუნებას
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics