19:52 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 14:34:17, 947 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანი აზერბაიჯანს სომხეთთან კონფლიქტში დახმარებას სთავაზობს

პაკისტანი აზერბაიჯანს სომხეთთან კონფლიქტში დახმარებას სთავაზობს.

შესაბამისი განცხადება პაკისტანის თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელდა.

„პაკისტანის ხალხი აზერბაიჯანს უჭერს მხარს. მთიანი ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანს ეკუთვნის“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადება თურქეთმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები შაბათს გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ.

მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics