22:29 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-05 15:38:46, 4843 ნახვა

პოლიტიკა
უნგრეთი დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს

უნგრეთის მთავრობამ დღეიდან, 5 ივნისიდან საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა. Reuters უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანაში უცხოური მუშახელის შემოდინების დარეგულირების პირველი ეტაპია. 

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტია ტიზამ, რომელმაც 12 აპრილს არჩევნებში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა, ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მუშახელის მიღების, ანუ, მათთვის სამუშაო ვიზების გაცემის შეწყვეტა დააანონსა.

მთავრობის სპიკერმა ვანდა სონდმა განაცხადა, რომ ხელისუფლება უცხოელი მუშაკების დასაქმების შესაძლებლობებს გაამკაცრებს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ადგილობრივი მოსახლეობის ხელფასებზე ზეწოლას ახდენენ და მათ შემცირებას უწყობენ ხელს.

Reuters წერს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უცხოელი მუშაკები უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა ზოგიერთი სექტორი - განსაკუთრებით მომსახურებისა და წარმოების სფეროები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათზე.

უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ ეს რეფორმები მხოლოდ პირველი ნაბიჯია გრძელვადიანი პოლიტიკის ფარგლებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics