00:32 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-05 12:41:37, 318 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი აშშ-ზე: არ მგონია, ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე ისაუბრა.

"უპირველეს ყოვლისა, ახალი ადმინისტრაცი იყენებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით - ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. სწორედ ეს არის ორი პრინციპი, რომელსაც უგულებელყოფდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს. ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ეს ძირეული ცვლილება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც, იმედი გვაქვს, შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. [...]

რაც შეეხება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს, ამას აქვს თავისი ხაზი, რომელიც არის ხელისუფლებებს შორის, მათ შორის, ვიზიტი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში იყო სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლების მხრიდან, სადაც იყო შინაარსიანი საუბარი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ ის წუხილები რომელიც ჩვენ გვქონდა, არის სწორად აღქმული, იქნება გაზიარებული და ვიხილავთ ადეკვატურ ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

მე არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ. კიდევ ერთხელ, ეს ურთიერთობა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა თავად შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ, ბაიდენის ადმინისტრაცია არის დამნაშავე იმაში, რომ ეს ურთიერთობები დღეს არის ისტორიულ დაბალ წერტილში და გააფუჭა უსამართლობით, ასე რომ, რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს, ეს არის ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვაქვს, ასე რომ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, გავიზიარეთ ჩვენი დამოკიდებულება როგორ ვხედავთ ამ ურთიერთობებს, ახლა ჯერი აშშ-ს ადმინისტრაციაზეა, რომ ვიხილოთ ადეკვატური ნაბიჯები მათი მხრიდან", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics