|
2026-06-04 12:02:57, 5482 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები RECSOL-ის საბურავების გადამმუშავებელი საწარმოს პროექტის განვითარებაზე ითანამშრომლებენ. დოკუმენტს ხელი საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოში მდგრადი და ინოვაციური ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაა. RECSOL-ის საბურავების გადამუშავების ქარხანა საქართველოს ბანკისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით შენდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი ნარჩენის - გამოყენებული საბურავების ეფექტიან მართვასა და მათ გარდაქმნას ეკონომიკური ღირებულების მქონე რესურსად. გადამუშავების შედეგად მიღებული მასალები სხვადასხვა ინდუსტრიაში იქნება გამოყენებული. საწარმოს ამოქმედება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და ის ყოველწლიურად 25-30 ათასი ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ეკონომიკურ ღირებულებასთან ერთად გარემოსდაცვით და სოციალურ სარგებელსაც ქმნის. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვისა და გადამუშავების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს და ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. გვჯერა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიული მიმართულების განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს, როგორც ნარჩენების მართვისა და გადამუშავების რეგიონული ჰაბის, პოტენციალის გაძლიერებას. საქართველოს ბანკი კი აქტიურად აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მდგრად განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაძლიერებას ემსახურება“, - საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ RECSOL „ეკო სერვის ჯორჯიასთან“ პარტნიორობით შენდება და საქართველოში ნარჩენების მართვის სრულიად ახალი მოდელის დანერგვას ისახავს მიზნად. საწარმო ევროპული სტანდარტებს სრულად შეესაბამება და CE და ISO მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. „RECSOL ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული პროექტია „თეგეტა ჰოლდინგისთვის“. გამოყენებული საბურავები ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნევა და სერიოზული გარემოსდაცვითი საფრთხეა. ჩვენი მიზანია, ეს ნარჩენი ეკონომიკურ ღირებულებად გარდავქმნათ და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები თეორიული კონცეფციიდან რეალურ, მოქმედ სისტემად ვაქციოთ. ამ მასშტაბის ინიციატივის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერის გარეშე. ბანკი ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური პარტნიორია, არამედ იზიარებს ჩვენს ხედვას მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის შესახებ. სწორედ ასეთი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ სრულიად ახალი ინდუსტრიული მიმართულება, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, ტექნიკურ ექსპერტიზას გააძლიერებს და საქართველოს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)