|
2026-05-28 11:21:01, 2493 ნახვა
პოლიტიკა
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
45 ტომი რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულებების გარეშე: რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განცხადებას. TI-ის შეფასებით, ბრალდების 45-ტომიან საქმეში არცერთი რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულება არ დევს, მაგრამ ამ პროცესის მიზანი სამართლის პოვნა არც არასდროს ყოფილა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმეში მტკიცებულებების ნაცვლად შეტანილია მედია-წყაროები, ფეისბუქ სტატუსები და ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფინანსური დოკუმენტები.
ეს საქმე უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ბრალდების საფუძველია არა ერთი რომელიმე კონკრეტული ეპიზოდი ან ქმედება, რომლის ჩადენაც შეერაცხებათ ბრალდებულებს, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების ზოგადი კრიტიკული განწყობები და პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. სხვა სიტყვებით, პოლიტიკოსები ისჯებიან იმიტომ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან. TI-ის განცხადება სრულად ნახეთ აქ
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)