01:23 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-26 20:29:01, 4650 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ოპოზიციური ალიანსის მიერ დაანონსებული მსვლელობა დაიწყო. ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მიემართებიან. ამ ფორმით ისინი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამიას თქმით, ფაქტმა, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდა, ცხადყო, რომ ხალხმა პოლიტიკოსების მოსმენა დაიწყო. 

ძალიან მაგარი დღეა 26 მაისი და დღევანდელი ჩემთვის კიდევ უფრო მაგარია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, პირველად ოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ აქციაზე და მე იმედი მაქვს, რომ ამ ტაბუს, რომელიც ადევს თითქოს პოლიტიკოსების გაკეთებულ აქციებს, როგორცც იქნა გავაღვევთ და არა მხოლოდ ჩვენთვის, ალიანსის წევრებისთვის, არამედ ყველა პოლიტიკოსისთვის და ხალხიც დაიჯერებს, რომ შეიძლება პოლიტიკოსების მოსმენა მაშინაც კი, როდესაც ართმევენ ტექნიკას, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია. 

 სმახიობი ეკა ნიჟარაძე ამბობს, რომ ბრძოლა აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი. 

დღევანდელი მდგომარეობა არის ასეთი, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ დამოუკიდებლობას და დღევანდელი დღე აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით, არ შევეგუებით ამას. ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა იმისთვის, რომ ჩვენ აქამდე მოვსულიყავით და ამას აუცილებალდ მივიყვანთ ბოლომდე, ამ ბრძოლას. თავისუფლება სინდისის პატიმრებს!  აქედან მივულოცავ მათ ამ დღეს!, - ამბობს ეკა ნიჟარაძე. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics