21:22 - 18 Aug, 2026
|
2026-05-23 23:40:40, 5862 ნახვა
საზოგადოება
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადამინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება. ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერი საფრთხეს უქმნის სოფლის სასაფლაოს და ისტორიულ ეკლესიას. სოფლის მკვიდრის გიორგი ზარქუას თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების ნიშნები პირველად გაზაფხულზე შენიშნეს, თუმცა მდგომარეობა ამ ეტაპზე კიდევ უფრო გაუარესებულია. როგორც მარტვილის მერიაში აცხადებენ, ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წინაკვერკვეს სასაფლაოზე განვითარებული მეწყრული პროცესების აღმოსაფხვრელად მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს. სამუშაოების სწორად განსახორციელებლად მოწვეული იყვნენ გეოლოგები და მათი დასკვნის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოები დაიწყება - აცხადებენ მერიაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)