|
2026-05-22 13:29:29, 2922 ნახვა
პოლიტიკა
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
18 ევროპარლამენტარი ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს, შეაფასოს სანქცირებული, სამთავრობო და პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედისა და მასთან დაკავშირებული აქტორების საქმიანობა შესაძლო დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიების ფარგლებში. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მათი [იმედის] ნარატივები ხშირად ზუსტად აკოპირებს კრემლის მიერ დადგენილ დეზინფორმაციულ მეთოდებს. ამ კონტექსტში ისინი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავენ ტელეკომპანია იმედის როლზე. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საგარეო ქმედებათა სამსახურსა და საბჭოს, ჩაატარონ იმედისა და მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობის ოფიციალური სამართლებრივი შეფასება, რათა განისაზღვროს შემდგომი ზომების გატარება. „ეს ნარატივები ხშირად ზუსტად აკოპირებს კრემლის დადგენილ დეზინფორმაციულ მეთოდებს: ევროკავშირის წარმოჩენას ეროვნული სუვერენიტეტის საფრთხედ, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას, თითქოს ისინი უცხოეთიდან იმართებიან, თავდასხმებს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე და დემოკრატიული რეფორმებისა თუ ევროინტეგრაციის წარმოჩენას არასტაბილურობის წყაროდ. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ტელეკომპანია „იმედის“ როლი ამ ეკოსისტემაში. საჯარო მონიტორინგი ადასტურებს მესიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევას, საქართველოს ევროპული გზის დასუსტებას და საინფორმაციო სივრცის პოლარიზაციას - ზუსტად იმ უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების ტაქტიკით, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროკავშირმა მაუწყებლობა უკვე შეუჩერა „Russia Today“-სა და „სპუტნიკს“, როგორც რუსეთის უწყვეტი და შეთანხმებული აგრესიის ინსტრუმენტებს. მოვუწოდებთ საგარეო ქმედებათა სამსახურსა და საბჭოს, ჩაატარონ „იმედისა“ და მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობის ოფიციალური სამართლებრივი შეფასება, რათა განისაზღვროს შემდგომი ზომების გატარება", - ვკითხულობთ განცხადებაში. დოკუმენტს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები შემდეგი პოლიტიკური ჯგუფებიდან: ევროპის სახალხო პარტია, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები, სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და ლიბერალები
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)