|
2026-05-22 11:09:13, 28366 ნახვა
High - Tech
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე (EGOI) წარმატებით იასპარეზა. იტალიის ქალაქ ჩესენატიკოში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე, სადაც მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ქართველმა მონაწილეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს- გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო თაკო შანავამ საპატიო სიგელი. „EGOI ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. მიხარია და მეამაყება, რომ საქართველოს სახელით გამოსვლა და ასეთი შედეგის მიღწევა შევძელი. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მაძლევს მოტივაციას, მომავალშიც განვაგრძო განვითარება ტექნოლოგიების მიმართულებით” - გვანცა ხვედელიძე, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადა (EGOI) საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრია, რომლის მთავარი მიზანია ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდა და STEM მიმართულებებში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა. საქართველოს ნაკრები EGOI-ში წელს უკვე მეექვსედ მონაწილეობდა. გასული წლების განმავლობაში ქართველმა მონაწილეებმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, თიბისის გენერალური მხარდაჭერითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადება. ეროვნული ნაკრების წევრები სწორედ BTU-ში გადიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოსამზადებელ პროგრამას. თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას და ახალი თაობისთვის შესაძლებლობების შექმნას. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, იდეების და განათლების ძალის.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)