2016-04-03 13:34:03, 981 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარია
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარია,-ამის შესახებ „რია ნოვოსტი" იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დამწვარია 50 კვ. მეტრი ფართობი, ამ დროისთის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
შენობიდან ევაკურებულია 47 ადამიანი. ბოლო ინფორმაციით ცეცხლის გავრცელების საშიოშროება არსებობს.
ხანძარს თავდაპირველად სირთულის მეორე რანგი მიენიჭა, ხოლო შემდეგ იგი მესამე რანგზე ავიდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან