14:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 10:47:09, 11025 ნახვა

სპორტი
მხედარმა, თათული ვაჩაძემ, საქართველო მაროკოში გამართულ საერთაშორისო მშვიდობის მარშზე წარადგინა

ქართველმა ემიგრანტმა მხედარმა, თათული ვაჩაძემ, საქართველო მაროკოში გამართულ საერთაშორისო მშვიდობის მარშზე (International Trek of Peace) წარადგინა.

ვაჩაძე გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კლუბ „Cheval Essaouira“-ს მიერ ორგანიზებულ ამ საერთაშორისო საცხენოსნო ღონისძიებაში.

მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 5000-ზე მეტმა მხედარმა გაიარა, თუმცა შესარჩევი ეტაპის შედეგად მხოლოდ 30 ადამიანი შეირჩა. მათ შორის აღმოჩნდა თათული ვაჩაძეც, რომელიც ამ შეჯიბრებაზე საქართველოს პირველი წარმომადგენელი გახდა და ქვეყნის დროშა აღმართა.

 „Cheval Essaouira“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საცხენოსნო კლუბია, რომელიც მაროკოს ქალაქ ესუვეირაში მდებარეობს.

კლუბის მთავარი დევიზია „La vie est belle“ (ცხოვრება მშვენიერია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics