|
2026-05-18 19:44:36, 5258 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი განათლების ცენტრ LEAF-თან დაპარტნიორდა. თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ შეხვედრებს, მიიღონ რჩევები აპლიკაციების ეფექტურად შევსებასთან დაკავშირებით და გაზარდონ საკუთარი შანსები, მიიღონ სრული დაფინანსება. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დაგეგმილი ვებინარია, რომელსაც საქართველოს ბანკი 25 მაისს გამართავს. ვებინარზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია Fulbright-ის, Chevening-ის, Miami Ad School Europe-ისა და UWC-ის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე აღნიშნულ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ და რჩევებს გააზიარებენ: გიორგი ჩავლეიშვილი, განათლების ცენტრ LEAF-ის დამფუძნებელი და ჯულიეტა პაკაცოშვილი, აკადემიური მრჩეველი. ვებინარზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ეს საქართველოს ბანკისა და LEAF-ის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათი განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ეს ერთობლივი ინიციატივების მხოლოდ ნაწილია, თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ არაერთი აქტივობის განხორციელება იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)