|
2026-05-13 17:16:17, 3366 ნახვა
პოლიტიკა
IPI: ჟურნალისტებზე თავდასხმების დაუსჯელობა საქართველოში სისტემურ პრობლემად რჩება
ჟურნალისტთა საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) აცხადებს, რომ საქართველოში ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე პოლიციელის დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ვერ ცვლის სისტემურ პრობლემას - მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევების დაუსჯელობას. ინფორმაციას IPI-ის განცხადებაზე დაყრდნობით Ipi.media ავრცელებს. საქმე ეხება სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელს, რომელსაც ჟურნალისტ გურამ როგავა-ზე ძალადობა ედება ბრალად. IPI-ის შეფასებით, მისი დაკავება ძირითადად ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოხდა და არა სამართალდამცავი უწყებების შიდა გამოძიების გზით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავ გამოუძიებელი რჩება და დაუსჯელობის კულტურა სისტემურ ხასიათს ატარებს. IPI-ის მონაცემებით, 2024 წლიდან დღემდე 148 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი გახდა თავდასხმის სამიზნე, მათ შორის ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. გურამ როგავა 2024 წლის ნოემბერში აქციის გაშუქებისას დაშავდა, როცა მას, პეცრაზმის წარმომადგენელმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა. ინციდენტმა მძიმე ტრავმები გამოიწვია და ჟურნალისტს ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. IPI ასევე მოუწოდებს გამოძიების სრულად და ეფექტიანად ჩატარებას და პასუხისმგებელ პირთა დასჯას, მათ შორის იმ შემთხვევებში, რომლებიც ბოლო თვეებში სხვა ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებსაც ეხება. ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ ინდივიდუალური დაკავებები ვერ შეცვლის მდგომარეობას, თუ ქვეყანაში ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისა და ანგარიშვალდებულების სისტემა არ გაძლიერდება.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)