17:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 17:21:01, 1149 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„მოწინააღმდეგე ჯარებისგან მთლიანად გათავისუფლდა სტრატეგიული სიმაღლეები სოფელ თალიშთან. ასევე, დასახლებული პუნქტი სეისუანი, საიდანაც მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალები გერანგოვის რაიონს და ქალაქ ნაფტალანს საფრთხეს უქმნიდნენ. ქალაქ გორადიზის დასაცავად, აზერბაიჯანის არმიამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე - ლელე-თეფე დაიკავა, რაც საშუალებას გვაძლევს ფიზულის რაიონის დიდი ტერიტორია ვაკონტროლოთ. ამ მომენტში, ამ სიმაღლეებზე და თავდაცვის ახალ ხაზზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ითხრება სანგრები. ადგილზე მობილიზებულია საინჟინრო ბრიგადები.

„ბრძოლისას 6 სომხური ტანკი, 15 საარტილერიო დანადგარი და ასი სამხედრო მოსამსახურე განადგურდა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხურ პოზიციებზე ავიაიერიშისას მტერმა აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების 1 მი-24 ტიპის შვეულმფრენი ჩამოაგდო.

გარდა ამისა, ერთი აზერბაიჯანული ტანკი ნაღმზე აფეთქდა და მწყობრიდან გამოვიდა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics