17:16 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-08 16:04:49, 233 ნახვა

საზოგადოება
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა

ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), თიბისი კაპიტალისა და გალტ&თაგარტის ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ ვითარდება ენერგეტიკა რეგიონში და რა როლი აქვს ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების პარტნიორობას ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განახლებად ენერგიას - მონაწილეებმა განიხილეს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ისე საქართველოს ბაზრის გამოწვევები.

ღონისძიება პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს მოიცავდა: EBRD-მ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დღემდე 890 მილიონი ევროს განხორციელებულ ინვესტიციაზე, რომლის 61% კერძო სექტორზე მოდის. ბანკის მიმდინარე ენერგეტიკული პორტფელი საქართველოში დაახლოებით 600 მილიონ ევროს შეადგენს. ღონისძიებაზე თიბისი კაპიტალმა ქარის ენერგიასთან დაკავშირებული გლობალური და რეგიონალური განვითარებები წარადგინა, ხოლო გალტ&თაგარტმა კავკასიაში ენერგეტიკული ბაზრის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა.

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები რეგიონიდან, მათ შორის: სელიმ გიუვენი – ACWA Power-ის გენერალური დირექტორი აზერბაიჯანსა და თურქეთში. ACWA Power მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, გლობალური პორტფელით დაახლოებით 80–95 გიგავატი. რეგიონში მას ეკუთვნის 240 მეგავატიანი ხიზი-აბშერონის ქარის ელექტროსადგური (აზერბაიჯანი) და თურქეთში 5 გიგავატიანი განახლებადი ენერგიის მზის პანელების პროექტი. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა ეპიტაციო მირანდა – Actis-ის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ვიცე-პრეზიდენტი.

„უკვე სამ ათწლეულზე მეტია, EBRD საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და აფინანსებს განახლებადი ენერგიის პროექტებსა და გადამცემ ინფრასტრუქტურას, რათა სექტორი გახდეს მდგრადი, უსაფრთხო და სტაბილური. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს განახლებადი ენერგიის ღირებულებათა სრულ ჯაჭვს - დაწყებული დიდი და მცირე ჰიდროელექტროსადგურებით, გაგრძელებული საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის დაფინანსებით. ახლა კი ვაფინანსებთ ყველაზე დიდ, 206 მეგავატიან, რუისის ქარის ელექტროსადგურს. ასევე ვგეგმავთ სხვა მსხვილი მოცულობის ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსებას უახლოეს წლებში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი როლი ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში, მათ შორის, მნიშვნელოვანი გადამცემი ხაზების პროექტების მეშვეობით, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოს ინტეგრაციას ელექტროენერგიის რეგიონულ ბაზრებთან, გააუმჯობესა მიწოდების საიმედოობა და გახსნა კერძო ინვესტიციების გზა განახლებადი ენერგიის სფეროში. ლოკალურ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლავ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ  კერძო სექტორს ენერგეტიკული სისტემის უფრო მწვანე, მდგრად და კონკურენტუნარიანად გარდაქმნაში“, - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.

“ენერგეტიკული ბაზარი და საინვესტიციო გარემო რეგიონში სწრაფად იცვლება. თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, ამ პროცესების შესახებ მუდმივად აწვდის ინფორმაციას საკუთარ პარტნიორებს, შედეგად, მათ ბიზნეს პროცესებს უმარტივებს.  დღეს ბაზარზე აქცენტი განახლებად ენერგიასა და მდგრად ინვესტიციებზე კეთდება, რაც თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამან განაპირობა, რომ 55%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ განახლებადი ენერგიის დაფინანსებაში. ჯამში, თიბისის ენერგეტიკული პორტფელი მილიარდ ლარს აღწევს და დაახლოებით 2 100 მეგავატს მოიცავს - ეს ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების 45%-ია. ამ დროისთვის 800 მგვტ-ის პროექტებს ვამუშავებთ, რომელთა დიდი ნაწილი ქარსა და მზის ენერგიაზე მოდის. პარალელურად ვაგრძელებთ ჰიდროენერგეტიკის მხარდაჭერას, სადაც ქვეყნის პოტენციალი სრულად ათვისებული ჯერ კიდევ არ არის”,- მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.

“ენერგეტიკა ქვეყნისთვის სტრატეგიული და სწრაფადმზარდი მიმართულებაა და საქართველოს ბანკი ამ დარგის დაფინანსების ლიდერია. ბოლო მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის ჯამური საკრედიტო პორტფელიდან, რომელიც 3.05 მილიარდ ლარს შეადგენს, 1.42 მილიარდი ლარი, სწორედ საქართველოს ბანკზე მოდის.  ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია განახლებადი ენერგია, რაც ჩვენს საინვესტიციო დინამიკაშიც ჩანს. 2025 წელს, 2022 წელთან შედარებით, ამ მიმართულებით ჩვენი საკრედიტო პორტფელი 3.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო, ზოგადად, ენერგეტიკის პორტფელის წლიურმა ზრდამ 2025 წელს 42.7% შეადგინა. მხოლოდ 2025 წელს, ბანკის კორპორაციული მიმართულების მხარდაჭერით, 10-ზე მეტი სისტემური მნიშვნელობის ახალი პროექტი დაკონტრაქტდა, მათ შორის აღსანიშნავია კერძო სექტორის ინვესტიციით განხორციელებული პირველი ქარის ელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. ვფიქრობთ, რომ განახლებადი ენერგეტიკა უახლოეს წლებში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო სფერო იქნება. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ სექტორის აქტიურ მხარდაჭერას როგორც ფინანსური რესურსებით, ისე ცოდნის გაზიარებითა და პარტნიორობის გაღრმავებით” - ზურაბ ქოქოსაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics