|
2026-05-05 15:16:04, 5825 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძესთან ვოლოდიმირ ზელენსკის "მოუწია მისვლა და საუბარი". "ნუ, ვფიქრობ, რომ ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერმინისტრს, აჩვენებს ერთ რამეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის. შეგახსენებთ, რომ თავად პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და მოუწია მისვლა ირაკლი კობახიძესთან და მასთან საუბარი. ასე რომ, ვფიქრობ, ეს თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედს მიჩენს მე პირადად, იმედია, რომ ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ გამოაქვს და ფსონის დადება იმ ძალებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მისი ინიციატივა იყო", - თქვა პაპუაშვილმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)