|
2026-05-01 20:37:39, 4589 ნახვა
სამართალი
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
დღეს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მწერალ ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი ფეისბუქპოსტის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ლოხიშვილი 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში აკრიტიკებდა პოლიციელების ქცევას მოტოციკლეტებთან დაკავშირებით, ხოლო ქართულ ოცნებაზე წერდა, რომ არის "არათუ პოლიტიკური პარტია, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია." ფედერალისტები მწერალ ბექა ლოხიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურებიან. პარტიის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, ნორმად აქციოს ვითარება, სადაც გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა კრიმინალად ითვლება. "ივანიშვილის რეჟიმმა ფეისბუქპოსტის გამო მწერალ ბექა ლოხიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ივანიშვილი ცდილობს ქართველებს წაგვართვას ბუნებითი უფლებები და ჩაკლას თავისუფლება, რომელსაც საქართველოს ჰიმნით განვადიდებთ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)