|
2026-04-30 07:19:25, 4241 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
ივანიშვილის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა" ეუთოს ფარგლებში ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მზარდ ტენდენციად იქცა. მისი შეფასებით, მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შინაარსი წინასწარ იყო განსაზღვრული: „ოცდასამმა ქვეყანამ აამოქმედა მოსკოვის მექანიზმი, წინასწარ დაწერილი დასკვნა, სრულიად ფარსი იყო. იყო ექსპერტის ვიზიტი, უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელშიც ჩვენც მივყევით. ყველანაირი შეხვედრა უზრუნველვყავით, რაც კი მათი მხრიდან იყო მოთხოვნილი, თუმცა კარგად ვაცნობიერებდით იმასაც, რომ ამას მინიმალური გავლენა ექნებოდა წინასწარ მომზადებულ, ეგრეთ წოდებულ ანგარიშზე, რომელსაც წარუდგენდნენ ეუთოს." მისივე თქმით, მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების მცდელობა კვლავ გრძელდება, თუმცა მათი ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მედია-გარემოს შესახებ გავრცელებული შეფასებები არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას: „მცდელობაა კიდევ ერთხელ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველანაირი ინსტრუმენტი, მაგრამ რთულია თვალში ნაცარი შეაყარო ყველას და ისაუბრო საქართველოში ადამიანის უფლებების გამოგონილ უმძიმეს მდგომარეობაზე. გარშემო ძალიან ბევრ ადგილას მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა სწორედ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და არავინ ხმას არ იღებს ამაზე, და ქვეყანაში, სადაც ამდენი ტელევიზია და ამდენი მედიასაშუალება არსებობს და ამდენნაირი აზრი ტრიალებს მედიაშიც, სოციალურ მედიაშიც და ასე შემდეგ, ამ ქვეყანას ეუბნებოდე რომ თითქოს სიტყვას ზღუდავ და ამ დროს გვერდით გეჯდეს ქვეყანა, სადაც ერთი ტელევიზია მოქმედებს მხოლოდ, და იმას ეუბნებოდე, რომ შენ ხარ დემოკრატიის შუქურა, ასეთი სტანდარტებით ძალიან რთულია რაღაც მიზნებს მიაღწიო" - განაცხადა ბოჭორიშვილამ. მისივე თქმით, ამგვარი ქმედებების მიზანი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა და საქართველოს ინტერესების დაზიანებაა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)