|
2015-02-19 09:50:42, 437 ნახვა
საზოგადოება
შეჩერებული მშენებლობები დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდებიან
ის სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისაგან, კერძოდ, დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდებიან,-ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა სამშენებლო სექტორზე, რამაც შეაფერხა სამშენებლო დარგის განვითარება. „საბანკო დაკრედიტების გამკაცრებამ და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ, სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო დარგს. შედეგად კი, კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაუგროვდათ, რაც მათ მძიმე ტვირთად აწვება და ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას,“–აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის შემდგომ განვითარებას და ამ დარგიდან დადებითი ეფექტების გადაცემას სხვა სფეროებზე, კერძოდ, სამშენებლო მასალების და სარემონტო მომსახურების სფეროებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)