13:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-27 11:14:36, 231 ნახვა

სამართალი
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, შეიარაღებული ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პირს, მას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„პოლიციამ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ი. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ყაჩაღურად დაუფლებული  თანხის ნაწილი.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ გ.ი.- ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო გ.ზ.-სთვის, თუმცა მან მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. სამართალდამცველების მიერ, დანაშაულის ჩამდენი კიდევ ორი პირის დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლოთ მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics