|
2026-04-24 11:10:56, 2854 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
Punchline Profit - ასე ჰქვია საქართველოში შექმნილ პირველ YouTube ბიზნესფორმატს, რომელიც სულ მალე, YouTube-ის პლატფორმაზე გამოჩნდება. ბიზნესშოუ სრულიად ახალ მიდგომას ეფუძნება და ბიზნესების გამოწვევებს, სირთულეებსა და შიშებს გულწრფელი დიალოგითა და იუმორის საშუალებით განიხილავს. ბიზნესშოუ მედიაკომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით. Punchline Profit-ის ეპიზოდების ნახვა, საინტერესო წამყვანებითა და სტუმრებით (რომელთა ვინაობა მალე გახდება ცნობილი), თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი. თითოეული ეპიზოდი სამ ძირითად ნაწილს გააერთიანებს:
„დღევანდელ რეალობაში, უამრავ ბიზნესპროფესიონალს აქვს კონკრეტული გამოწვევა ან საჭიროება, თუმცა არ იცის, სად დასვას კითხვა, ვის სთხოვოს რჩევა ან სად მიიღოს მხარდაჭერა. ამასთანავე, წარმატებული ისტორიების დომინირებამ სირთულეებზე საუბარი თითქოს უხერხული გახადა. Punchline Profit არღვევს ამ სტერეოტიპს და ქმნის ახალ მიდგომას: ბიზნესის გამოწვევების განხილვა იუმორისა და გულწრფელი დიალოგის საშუალებით, სადაც თითოეულ ეპიზოდში მეწარმეები ღიად საუბრობენ რეალურ პრობლემებზე, შეცდომებზე, შიშზე, თავისუფლად სვამენ კითხვებს, ეძებენ მხარდაჭერას, აზიარებენ გამოცდილებას და დიალოგის რეჟიმში, წამყვანებისგან იღებენ უკუკავშირს“, - დავით ბაღაშვილი, Shark Media-ს დამფუძნებელი. „თიბისი ბიზნესი ბიზნესების ნომერ პირველი მხარდამჭერია, მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე - იქნება ეს ახალი გამოწვევები თუ წარმატების ისტორიები. ბიზნესის გზა ხშირად სირთულეებით არის სავსე. ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა - საკუთარი საქმის, მიზნებისა და პარტნიორების. Punchline Profit-ის მხარდაჭერით, გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს რწმენა ბიზნესებში და მათ მეტი თავდაჯერებულობა შევძინოთ. რამდენად რთულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს მოცემული მომენტი, მთავარია, დავიჯეროთ, რომ შეუძლებელი არაფერია და წარმატება გზაშია”, - ნათია პაჭიკაშვილი, თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი. “Visa აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში ბიზნესეკოსისტემის განვითარებას. Punchline Profit-ის მხარდაჭერით, ჩვენ ერთდროულად ვაძლიერებთ ქართულ ბიზნესს და ვქმნით დინამიკურ პლატფორმას საუკეთესო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. პროექტი თავისი შემოქმედებითი ფორმატით მეწარმეთა განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მიხარია, რომ Visa ამ ახალი და საინტერესო ინიციატივის ნაწილია”, - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში. Punchline Profit-ის ეპიზოდების და კონტენტის ნახვა, YouTube-ის გარდა, სხვა ონლაინ პლატფორმებზეც იქნება შესაძლებელი, მათ შორის: Facebook-ზე, Instagram-ზე LinkedIn-სა და TikTok-ზე.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)