|
2026-04-20 17:00:41, 5003 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, საქართველოში რუსული და ჩინური აგენტურის მოქმედების სქემები შეისწავლოს. რაუფოღლუს ცნობით, კანონპროექტის ავტორები კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი არიან. ახალი კანონპროექტი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, პარტია „ქართული ოცნება“ გადადის ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებად ორბიტაზე. შემოთავაზებული კანონმდებლობა აშშ-ის ადმინისტრაციას სთხოვს მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური დაზვერვის შეღწევის შესახებ. იგი ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის გადახედვას, რაც მოიცავს სამომავლო დაფინანსების შესწავლას და იმის შეფასებას, რჩება თუ არა თბილისი დასავლეთთან კავშირების გაღრმავების ერთგული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)